მერლონსის შესახებ

Merlons არის მეგობრული და კომპეტენტური კომპანია, რომელიც მომხმარებლებსა და არქიტექტორებს მასალის შერჩევიდან პროექტის დასრულებამდე სრულ მომსახურებას სთავაზობს.

მერლონსის შოურუმის ექსტერიერი

ჩვენი მისია

ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

რას ვაკეთებთ ყოველდღე

  • 01

    არქიტექტორებს, დიზაინერებსა და კერძო მომხმარებლებს ვეხმარებით ხარისხიანი მასალებისა და სწორი ტექნიკური მიდგომების შერჩევაში.

  • 02

    პროდუქტს გთავაზობთ ფუნქციის, ესთეტიკის, ტექნიკური მოთხოვნისა და პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით.

  • 03

    პროექტს ვუდგებით პრაქტიკულად: ვიზუალი, მონტაჟი, ვადები და მოვლა ერთმანეთს უნდა ერგებოდეს.

განვლილი გზა

კომპანიის ისტორია იწყება ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტით და ეტაპობრივად იზრდება VitrA-ს ბრენდული შოურუმებიდან Merlons-ის დამოუკიდებელ მულტიბრენდულ ფორმატამდე.

01

2011-2012

კომპანია 2011 წელს „შარმი ჯგუფის“ მიერ დაფუძნდა და მალევე მოიპოვა პირველი საერთაშორისო ბრენდის, VitrA-ს, ექსკლუზივი საქართველოში. 2012 წელს თბილისში და ბათუმში გაიხსნა VitrA-ს ბრენდული შოურუმები.

თანამედროვე შოურუმებითა და ენერგიული საპროექტო გაყიდვების გუნდით VitrA Georgia-მ მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა როგორც კერძო, ისე კორპორატიული პროექტებისთვის. კომპანიის მიერ მომარაგებულ პროექტებს შორისაა Moxy Marriott Tbilisi, Radisson Tbilisi, Rixos Borjomi, Holiday Inn Telavi, McDonald’s, KFC, Best Western Kutaisi, Best Western Batumi, Ibis Styles, Grand Gloria Batumi, ჰოსტელი ფაბრიკა, გაგუას კლინიკა, შატო ართ ვაინი ართანა, საქართველოს ბანკი, აეროპორტები და იუსტიციის სახლები.

02

2020

წარმატებით ინსპირირებულმა გუნდმა 2020 წლიდან მასშტაბების ზრდაზე დაიწყო ზრუნვა და ბაზარზე ჯერ კიდევ ნაკლებად წარმოდგენილი ბრენდების მოძიება. ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა Merlons, როგორც „შპს ბი ემ სი შარმის“ ბრენდული დასახელება, ხოლო ახალი პროდუქტების შერჩევა ლოიალური მომხმარებლებისა და წარმატებული დიზაინერების რეკომენდაციებზე დაყრდნობით გაგრძელდა.

ჩვენი ბრენდები

1 / 1
მერლონსის ბრენდის ისტორიის ვიზუალური დეტალი

სახელის იდეა

Merlons-ის სახელი მერლონებს უკავშირდება - არქიტექტურულ ქონგურებს, რომლებიც ისტორიულად სიმტკიცესა და დაცულობას აღნიშნავდა.

ეს სიმბოლო ბრენდის ხასიათშიც გადმოდის: მშვიდი, გამძლე და სანდო არჩევანი სივრცეებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

რეალიზებული პროექტები

1 / 1
დასაწყისში დაბრუნება